Facebook Script

ზრუნვითი შრომის აღიარება — ფემინიზმის ანბანი

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

ზრუნვითი შრომა ქალების აუნაზღაურებელ საქმიანობას — ბავშვების, მეუღლის, სახლის, ეზოს მოვლასა და ოჯახის წევრებისათვისა თუ ნათესავებისათვის საზოგადოებრივი საქმიანობის პირობების შექმნას — გულისხმობს.

ამ ტიპის საქმიანობა ექსკლუზიურად ქალებს ეკისრებათ. ამაზე ტერმინი „დიასახლისიც“ მეტყველებს, რომელიც აუნაზღაურებელი შრომის სინონიმადაც გამოიყენება.

ზრუნვითი შრომის დაუფასებლობის პრობლემა

ზრუნვითი შრომა უმეტეს შემთხვევებში აუნაზღაურებელი და დაუფასებელი შრომაა. ამ ტიპის შრომა არა მხოლოდ ფინანსურად, სოციალურადაც არ არის აღიარებული , რადგან ის ქალების მოვალეობადაა აღქმული მსოფლიოს ყველა რეგიონში.

OESD-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო ქალები ამ აუნაზღაურებელ შრომას დღეში საშუალოდ 3-6 საათს უთმობენ, როდესაც კაცების შემთხვევაში ამგვარი შრომისთვის დათმობილი დროის საშუალო ხანგრძლივიბა 0.5-2 საათია.

ზრუნვითი შრომა სოფლად

ზრუნვითი შრომის სიმძიმე საცხოვრებელი გარემოს მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, თუ ურბანულ გარემოში ქალების შინ შრომა ძირითადად სახლისა და ოჯახის წევრების მოვლასა და პროდუქტების მომარაგებაში გამოიხატება, სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა კიდევ უფრო მძიმეა: ზემოთ ნახსენებ საქმიანობას ემატება ეზოში, ყანასა და ბოსტანში მუშაობაც.

ანაზღაურებადი შრომითი ბაზარი ქალებისთვის

თანამედროვე შრომითი ბაზრის გაჩენის საწყისებიდანვე ქალებისა და კაცების საქმეები გამიჯნული იყო.

მკაცრი გენდერული როლები ანაზღაურებადი შრომის ბაზარზეც იჩენს თავს და ზრუნვითი ხასიათის საქმიანობას აქაც ძირითადად ქალები გასწევენ. მაგალითად, ქალები ძირითადად არიან ექთნები, მასწავლებლები, მომვლელები, ძიძები, მზარეულები და ა.შ.

საქსტატის 2017 წლის მოონაცემების მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა 80% ქალია.

თუმცა, ამავდროულად, იმავე სფეროებში წამყვანი პოზიციები ძირითადად კაცებს უკავიათ, მაგალითად: ექიმები, სკოლის დირექტორები, შეფ-მზარეულები და ა.შ.

ზრუნვითი შრომის ქალების მიმართ ექსკლუზიურობას ათიათასობით ემიგრანტი ქალიც ადასტურებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ძირითადად მომვლელებად მუშაობენ და ასე არჩენენ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს.

ზრუნვითი შრომა და მენტალური ჯანმრთელობა

ზრუნვითი შრომა არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ ძალისხმევასაც მოითხოვს. სხვადასხვა ტიპისა და სიმძიმის საქმის სიმრავლე ქალებში შფოთვის, დეპრესიისა და გამოფიტულობის (Burnout) რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ზრუნვითი შრომა და ფემინიზმი

შრომის სამართლიანი გადანაწილება და ზრუნვითი შრომის დაფასება პირველი ტალღიდან დღემდე ფემინისტური მოძრაობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. ფემინისტები მიიჩნევენ, რომ ქალთა ჩაგვრისა და გენდერული უთანასწორობის ძირითადი მიზეზი სწორედ შრომის არათანაბარი განაწილება და ანაზღაურებაა და წლებია იბრძვიან შინ შრომის დანახვის, აღიარებისა და დაფასებისთვის. ასევე, მისი კაცსა და ქალზე თანაბრად გადანაწილებისა და შრომით ბაზარზე ქალებისთვის თანასწორი გარემოს შექმნისთვის.

მთავარი სურათი: AOI / Mercedes deBellard

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

ზრუნვითი შრომის აღიარება — ფემინიზმის ანბანი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია