Facebook Script

„კაცის ხედვა“ — როგორ წარმოაჩენს ქალებს პოპ-კულტურა?

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შექმნილი კინო თუ ლიტერატურა წარმოუდგენელია სიშიშვლისა და სექსის კადრების გარეშე. თუმცა მსგავსი სცენების უმეტესობაში ქალის სხეულის ახლო კადრებსა და მის სექსუალობაზე ხაზგასმას ბევრად დიდი წილი უჭირავს, ვიდრე კაცის შემთხვევაში.

ამის ძალიან კარგი მაგალითია 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ „მაშველები“ (Baywatch). სერიალი იწყება კადრებით, რომელშიც პლაჟზე რამდენიმე ქალი მსახიობი მორბის და აქცენტი მათ მკერდზე კეთდება.

ქალების ამგვარად წარმოჩენას კინოში, ტელევიზიასა და ლიტერატურაში ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა და მეორე ტალღის ფემინისტმა ლორა მარვიმ „კაცის ხედვა“ (ინგლ. Male Gaze) უწოდა 1975 წელს გამოცემულ ცნობილ ესეში „ვიზუალური სიამოვნება და ნარატიული კინო“.

მსგავსი პერსპექტივებისა და სცენების სიმრავლე ხელს უწყობს კაცების როლისა და მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ქალების მხოლოდ ესთეტიკური და სექსუალური სიამოვნების ობიექტებად აღქმის ხარჯზე.

შექმნილი სტერეოტიპები ქალს უწესებს სტანდარტებს, რომ იყოს მიმზიდველი, სექსუალური და ეკრანზე გამოჩნდეს სასურველი, როდესაც კაცების უმეტესობას ამგვარ მოთხოვნას არავინ უყენებს. ამის მაგალითია მარველის მიერ გამოქვეყნებული „შურისმაძიებლების“ (Avengers) პოსტერი, სადაც ერთადერთი ქალი პერსონაჟი (Black Widow) ზურგით დგას და ვიწრო ტანსაცმელში უკანალი გამოკვეთილია. ამავე პოსტერზე კაცი პერსონაჟები სახით დგანან და თავიანთი ძალის დემონსტრირებას ახდენენ.

ქალის სხეულის ამ პერსპექტივიდან აღქმა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მაყურებლებსა და მკითხველებზე. გოგოებისა და ქალების გონებაში ყალიბდება აზრი, რომ უნდა ჰქონდეთ ისეთი სხეულები, როგორებსაც ეკრანზე უყურებენ ან კითხულობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებიან მიმზიდველები. ეს კი, შეიძლება, ბევრი ფსიქოსოციალური და ფიზიკური ტრავმის მიზეზი გახდეს. მაგალითად, ფიჯის კუნძულებზე ტელევიზიის გამოჩენამდე იქ მცხოვრებ მოსახლეობაში საერთოდ არ არსებობდა კვებითი აშლილობა, თუმცა პოპ-კულტურის გამოჩენის შემდეგ ეს სურათი, რა თქმა უნდა, შეიცვალა.

ცხადია, არსებობს ისეთი ფილმები, წიგნები თუ შოუები, რომლებშიც კაცების სექსულობაა ხაზგასმული, თუმცა წინა პლანზე მაინც მათი ძალაუფლება და ლიდერობაა გამოტანილი, რაც ქალის შემთხვევაში თითქმის არასდროს ხდება.

მთავარი სურათი: dribbble / Alexandr Domnikov

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

„კაცის ხედვა“ — როგორ წარმოაჩენს ქალებს პოპ-კულტურა?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია