Facebook Script

გენიტალური ჰერპესი — რა უნდა ვიცოდეთ?

გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (სგგი), რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აქვს. სგგი-ებთან დაკავშირებული სტიგმები მათი აღმოჩენისა და მკურნალობის გზას რთულად გასავლელს ხდის. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სგგი, მათ შორის გენიტალური ჰერპესიც, რომელიც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს.

სამწუხაროდ, გენიტალური ჰერპესი არ არის განკურნებადი ინფექცია, თუმცა მისი მართვა მარტივად შეიძლება. თუკი ჰერპესი გაქვთ, მისი გამოვლენა და აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯები დაგეგმოთ. ამ სტატიაში მოგიყვებით ჰერპესის მართვის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ საშუალებებს.

რა არის გენიტალური ჰერპესი?

ჰერპესის ვირუსის ორი სახე არსებობს: HSV-1 და HSV-2.

HSV-1 სახის ჰერპესვირუსი უმეტესად სახეზე, პირის ღრუსა და ტუჩზე ვლინდება წყლულოვანი გამონაყარის სახით.  ის შეიძლება გავრცელდეს კანზე შეხების, კოცნის ან ორალური სექსის დროს. შესაძლებელია ისიც, რომ HSV-1 ჰერპესვირუსი გენიტალიების (სასქესო ორგანოების) არეში გავრცელდეს და გამოიწვიოს გენიტალური ჰერპესი იმ შემთხვევაში, თუკი ამ მიდამოებს პარტნიორი პირით შეეხება მაშინ, როდესაც გამონაყარი აქვს და ვირუსი აქტიურ ფაზაშია. გასათვალისწინებელია, რომ ჰერპესი შეიძლება გავრცელდეს მაშინაც, თუკი პირსა და ტუჩებზე თქვენ და თქვენს პარტნიორს არ გაქვთ გამონაყარი, მაგრამ ვირუსი მაინც აქტიურია — მაგალითად, ნერწყვის მეშვეობით. 

HSV-1 სახის ჰერპესვირუსი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ანუ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რომ ჰერპესვირუსის მატარებელია. იმ შემთხვევაში, თუკი სიმპტომი ერთხელ გამოვლინდა, დიდი ალბათობით, ის ხელმეორედაც გამოვლინდება გარკვეული დროის შემდეგ.

ჰერპესის ვირუსის მეორე სახე — HSV-2 — იწვევს გენიტალურ ჰერპესს. გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ის პარტნიორს გადაედება გენიტალიების ზედაპირზე, კანზე და გამონაყარზე შეხებისას, სპერმითა და ვაგინალური გამონადენით. გენიტალური ჰერპესი შეიძლება გადაედოს პარტნიორს მაშინაც კი, თუკი კანზე გამონაყარი არ არის. ისევე როგორც ორალური ჰერპესი (HSV-1), გენიტალური ჰერპესიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ჰერპესვირუსის ორივე ტიპი ადამიანის სხეულში ცხოვრების ბოლომდე რჩება და, სამწუხაროდ, მისგან საბოლოოდ განკურნების გზები ჯერ ნაპოვნი არ არის. მიუხედავად ამისა, გენიტალური ჰერპესის ქონა არ ნიშნავს, რომ უცილებლად გამოცდით ტკივილს და დისკომფორტს. გენიტალური ჰერპესის შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოდ ან შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარეობს, ამიტომ ხშირად სწორი დიაგნოზის დასმა რთულია.

გენიტალური ჰერპესის სიმპტომები

გენიტალურ ჰერპესს უმეტესად ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • ჩხვლეტის შეგრძნება ან მოვლითი ტკივილი ფეხებზე, თეძოებსა და დუნდულებზე, მანამ სანამ გაჩნდება წყლულოვანი გამონაყარი 

  • ერთი ან მეტი წყლულოვანი ან ბუშტუკოვანი გამონაყარი გენიტალიის ან ანუსის მიმდებარედ

  • სიცხე

  • სხეულის სისუსტე და ტკივილი

  • გადიდებული ლიმფური კვანძები

სურათი: WomanLog

უმეტესად, ადამიანები მხოლოდ მაშინ იგებენ, რომ ჰერპესი აქვთ, როდესაც გამონაყარი ჩნდება. გამონაყარისა და სხვა სიმპტომების გამოვლენა სხეულში ვირუსის მოხვედრიდან  2-12 დღის შუალედში ხდება. მას შემდეგ, რაც გენიტალური ჰერპესის სიმპტომები პირველად გამოვლინდება, დიდია ალბათობა, რომ ეს მეორედაც მოხდება, თუმცა ამ შემთხვევაში სიმპტომები უფრო უმტკივნეულო და ნაკლებად მძიმე იქნება.

► იშვიათად, თუმცა მაინც შეიძლება, რომ ჰერპესი ორსულობის დროს გადავიდეს დედიდან შვილზე. გადადების რისკი განსაკუთრებით მატულობს მაშინ, თუკი ორსულობის ბოლო ეტაპზე დედის სხეულში ჰერპესვირუსი „გაიღვიძებს“.

ჰერპესის თავიდან აცილება

ჰერპესვირუსის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა, პირველ ყოვლისა, ინფორმაციის ქონაა — უნდა იცოდეთ, თუ როგორ და რა გზებით ვრცელდება ჰერპესი — როგორც ორალური, ისე გენიტალური. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები და ამგვარად დაიცვათ თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობა:

  • ორივე სახის ჰერპესვირუსი გადამდებია მაშინ, როდესაც ის „გაღვიძებულია“ — გამოვლენილია გამონაყარი ან სხვა სიმპტომები. 

  • იმ შემთხვევაში, თუკი გენიტალური ჰერპესი გაქვთ, სასურველია, რომ სექსისგან თავი შეიკავოთ, სანამ სიმპტომები არ გაქრება. 

  • სექსის დროს პრეზერვატივის (კონდომის) გამოყენება ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს. თუმცა პრეზერვატივი მხოლოდ ნაწილობრივ გიცავთ, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ ვირუსი გავრცელდეს კანის იმ ნაწილებზე შეხების დროს, რომლებსაც პრეზერვატივი ვერ ფარავს. 

  • იქიდან გამომდინარე, რომ ჰერპესი ორალური სექსის დროსაც ვრცელდება, სასურველია სტომატოლოგიური კაშხლის გამოყენება.

► ჰერპესი ზრდის აივ-ის რისკს, ამიტომ უმჯობესია, თუკი სიმპტომების გამოვლენისას აივ-ის ტესტსაც გაიკეთებთ.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა

მართალია, გენიტალური ჰერპესისგან განკურნება ამ დრომდე შეუძლებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსმა უნდა დააზიანოს თქვენი მენტალური ჯანმრთელობა და სქესობრივი ცხოვრება. ბევრი საშუალება არსებობს, რითაც შეამცირებთ ვირუსის გავრცელების რისკს და აკონტროლებთ მისი „გაღვიძების“ სიხშირეს.

რჩევები ვირუსთან გასამკლავებლად:

  • ანტივირუსულ საშუალებებს — აციკლოვირი, ფამციკლოვირი და ვალაციკლოვირი — შეუძლიათ, გამოვლენილი სიმპტომები შეამსუბუქონ და დააჩქარონ მათი გაქრობის პროცესი.

  • სუპრესიულ თერაპიას — ყოველდღიურად ანტივირუსული წამლების მიღება — შეუძლია, შეამციროს ვირუსის გავრცელება 50%-80%-ით და მნიშვნელოვნად შეამციროს ვირუსის „გაღვიძების“ რისკი.

  • ტკივილგამაყუჩებლებს შეუძლიათ, სიმპტომების განმუხტვა. 

  • თბილ აბაზანას ან შხაპს შეუძლია დაამშვიდოს ანთებითი პროცესი გენიტალიებზე ან ანუსზე და შვება მოგგვაროთ.

სუპრესიული თერაპიის პარალელურად კონდომის გამოყენება და სექსისგან თავის არიდება მაშინ, როდესაც ვირუსი „გაღვიძებულია“, მნიშვნელოვნად ამცირებს მისი გავრცელების ალბათობას.

მნიშვნელოვანია, იფიქროთ თქვენი სხეულისა და გონების სიჯანსაღეზე, რაც ამცირებს ვირუსის „გამოღვიძების“ რისკს. ეს მოიცავს საკმარის ძილს, სტრესის შემცირებასა და ჯანსაღ კვებას. დაიმახსოვრეთ, ჯანმრთელობა არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკურად კარგად ყოფნით —  თუკი გენიტალური ჰერპესის დიაგნოზი თქვენთვის მძიმედ გადასატანია, იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით და დაელაპარაკებით ამის შესახებ. მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია რთული პერიოდის შესამსუბუქებლად.

სურათი: Dribble / Karolina Kalinowska

გენიტალური ჰერპესი და კომუნიკაციის მნიშვნელობა

იქიდან გამომდინარე, რომ სექსუალური განათლება ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, თქვენი ბრალი არაა, თუკი არ ფლობთ ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ. რთულია, ისაუბროთ ინტიმურ საკითხებზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ირგვლივ სასაუბროდ შესაფერისი ადამიანი არ გეგულებათ. თუმცა, ინფორმაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება გქონდეთ.

თუ ეჭვობთ, რომ გენიტალური ჰერპესი (ან ნებისმიერი სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია) გაქვთ, აუცილებლად მიდით ექიმთან. ტესტისა და ანალიზების დახმარებით ზუსტად დაადგენთ თქვენს დიაგნოზს და ვირუსის ეფექტურად მართვას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ ექიმები თქვენს დასახმარებლად მოქმედებენ და არა იმისთვის, რომ დაგარცხვინონ ან თავი ცუდად გაგრძნობინონ.

მნიშვნელოვანია, პარტნიორთან გქონდეთ კომუნიკაცია ვირუსის შესახებ, რათა უკეთ დაგეგმოთ თქვენი სქესობრივი ცხოვრება. თუკი არ გსურთ, რომ გენიტალური ჰერპესის დიაგნოზის შესახებ მოუყვეთ თქვენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, ეს სრულიად ნორმალურია.

იმისი სწავლა, თუ როგორ უნდა მართოთ ვირუსი, დაგეხმარებათ ცხოვრების ნორმალური ტემპით გაგრძელებაში. დიაგნოზის დასმის შემდეგ მნიშვნელოვანია, მიიღოთ ეს რეალობა და ფლობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ბერკეტები გაქვთ ვირუსის წინააღმდეგ. 

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

გაზიარება

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ორალური, სექსი, ორალი, მინეტი, ფელაცია, კუნი, კუნილინგუსი, ჟონეტი, ანილინგუსი

ორალური სექსი — შესაძლო რისკები და თავის დაცვა

ორალური სექსი და კონტრაცეფცია — როგორ დავიცვათ თავი მინეტის, კუნილინგუსის და რიმინგის დროს? სტომატოლოგიური კაშხალი და პრეზერვატივი.

სიამოვნება და სექსი
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
სქესობრივი, ცხოვრება, პირველი, სექსი, pirveli, sex, qalishviloba, ქალიშვილობა, დაცული, პრეზერვატივი, თავდაცვა, სგგი, ინფექციები, prezervativi

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე? — საჭირო ინფორმაცია და რჩევები

რა უნდა იცოდეთ, სანამ პირველი სექსი გექნებათ? — სექსის ტიპები, სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო), სიამოვნება და ორგაზმი, სგგი-ები და დაცული სექსი.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

გენიტალური ჰერპესი — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია