Facebook Script

პრეზერვატივი — რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

08 ივნისი, 2022 | კონტრაცეფცია

პრეზერვატივი (კონდომი) ორსულობის თავიდან აცილებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან) დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

თუმცა, თუკი პრეზერვატივს სწორად არ გამოიყენებთ, მისი დაზიანების, გახევისა და სხვა პრობლემების ალბათობა გაიზრდება, რაც რისკის ქვეშ დაგაყენებთ თქვენ და თქვენს პარტნიორ(ებ)ს.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ გარე და შიდა პრეზერვატივები, როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი პრეზერვატივი გაიხევა, და მრავალი სხვა.

როგორ გავიგოთ, უსაფრთხოა თუ არა კონკრეტული პრეზერვატივის გამოყენება?

ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ, რომ თქვენ მიერ არჩეული ბარიერული მეთოდის გამოყენება უსაფრთხოა, სანამ სექსუალური აქტით დაკავდებოდეთ. ამისათვის:

გადაამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. ყველა პრეზერვატივს აქვს ვარგისიანობის ვადა, რომელიც ყუთზე ან შეფუთვაზე აწერია. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს პრეზერვატივი აღარ უნდა გამოიყენოთ. ვადაგასული პრეზერვატივები შეიძლება უფრო მარტივად დაზიანდეს ან გაიხეს სექსის დროს.

შეათვალიერეთ აშკარა დეფექტები. თუკი პრეზერვატივი მყიფე ან წებოვანი ჩანს, გადააგდეთ და აიღეთ ახალი. თუკი პრეზერვატივს ფერი დაკარგული აქვს, აქვს სუნი ან უჩვეულო ტექსტურები, გადააგდეთ. უმჯობესია, ისეთი პრეზერვატივი გამოიყენოთ, რომლის სანდოობაშიც დარწმუნებული ხართ.

შეამოწმეთ ხახუნისგან მიყენებული ზიანი. ალბათ, იცით, რომ პრეზერვატივები არ უნდა შეინახოთ თქვენს საფულეში, თუმცა ზოგჯერ სხვა გზა არ არის. ასე თუ მოიქცევით, დარწმუნდით, რომ შეფუთვის ზედაპირზე ხახუნისგან მიყენებული ზიანი არ არის. თუკი შეფუთვის ფერი გადაიქერცლა, სავარაუდოდ შიგნით პრეზერვატივიც დაზიანებულია. ეს ნიშნავს, რომ სექსის დროს მისი გახევის ალბათობა უფრო მაღალია, ამიტომ გადააგდეთ და აიღეთ ახალი.

როგორ გამოვიყენოთ გარე პრეზერვატივი?

წყარო: Healthline

გარე პრეზერვატივები კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდია. ისინი ფარავს პენისის თავსა და ტანს და ამწყვდევს ორგაზმისას გამოთავისუფლებულ სპერმას.

გარე პრეზერვატივის გამოყენება შეიძლება ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. ის იცავს როგორც არასასურველი ორსულობისგან, ასევე პარტნიორებს შორის სგგი-ებისა და სხვა ბაქტერიების, მაგალითად, ფეკალური მასის, გავრცელებისგან.

გარე პრეზერვატივის გამოყენება შემდეგნაირად ხდება:

  1. ფრთხილად გახსენით პრეზერვატივის შეფუთვა. არ გამოიყენოთ კბილები ან მაკრატელი, რადგან ორივემ შეიძლება შემთხვევით გახიოს ან გახვრიტოს პრეზერვატივი.

  2. შეამოწმეთ, დაზიანებული ხომ არაა პრეზერვატივი.

  3. პრეზერვატივის რგოლი დაიჭირეთ ერთ ხელში. მეორე ხელის საჩვენებელ და ცერა თითებს შორის მოაქციეთ პრეზერვატივის თავი.

  4. დარწმუნდით, რომ რგოლი გარეთა მხარესაა და ნელ-ნელა ჩამოწიეთ პრეზერვატივი პენისზე. თუკი რგოლი შიგნითა მხარესაა და ვერ ახერხებთ პრეზერვატივის სწორად ჩამოშლას, მოიშორეთ და გადააგდეთ ის. ამ დროს პრეზერვატივის შემოტრიალება არ არის მიზანშეწონილი, რადგან მასზე შეიძლება პრეეაკულატი (ე.წ. „პრექამი“) დარჩეს, რომელიც ზოგჯერ სპერმასაც შეიცავს.

  5. თუ გსურთ, რომ ხახუნი შეამციროთ, პრეზერვატივს გარედან წყალზე დამზადებული ლუბრიკანტის რამდენიმე წვეთი წაუსვით. ლუბრიკანტს ასევე შეუძლია მგრძნობელობის გაზრდა.

  6. ორგაზმის ან ეაკულაციის (პენისიდან სპერმის გამოთავისუფლების) შემდეგ პენისი პარტნიორის სხეულიდან გამოიღეთ მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ერეგირებულია. გამოღებისას ცალი ხელით დაიჭირეთ პრეზერვატივის ბოლო, რათა სპერმის ნაწილმა შემთხვევით გარეთ არ გამოჟონოს და პარტნიორის სხეულზე არ მოხვდეს.

როგორ გამოვიყენოთ შიდა პრეზერვატივი?

წყარო: Healthline

შიდა პრეზერვატივები უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე გარე პრეზერვატივები. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობას მაინც შეუძლია მათი კომფორტულად და ეფექტურად გამოყენება. შიდა პრეზერვატივები დიდწილად ვაგინალური სექსისთვის გამოიყენება, თუმცა მათი გამოყენება ანალური სექსის დროსაცაა შესაძლებელი.

გარე პრეზერვატივების მსგავსად, შიდა პრეზერვატივებიც ძალიან ეფექტურია როგორც არასასურველი ორსულობისგან, ასევე პარტნიორებს შორის სგგი-ების გავრცელებისგან თავის დასაცავად, თუკი მათ სწორად გამოიყენებთ.

შიდა პრეზერვატივის გამოყენება შემდეგნაირად ხდება:

  1. ფრთხილად გახსენით პრეზერვატივის შეფუთვა. არ გამოიყენოთ კბილები ან მაკრატელი, რადგან ორივემ შეიძლება შემთხვევით გახიოს ან გახვრიტოს პრეზერვატივი.

  2. მოეწყვეთ კომფორტულ პოზაში. შეგიძლიათ წამოწვეთ საწოლზე ან სკამზე შემოდოთ ფეხი.

  3. საჩვენებელ და ცერა თითებს შორის მოიქციეთ პატარა, შიდა რგოლი, რომელიც პრეზერვატივის დახურულ ბოლოშია. მეორე ხელით ვაგინის გარშემო თქვენი სასქესო ბაგეების ნაკეცები გადაშალეთ და პრეზერვატივის შიდა რგოლი ვაგინაში შეაცურეთ.

  4. თქვენი საჩვენებელი, შუა ან ორივე თითი შეაცურეთ პრეზერვატივის ღია ბოლოში, სანამ თითის წვერებით მის მეორე ბოლოს არ მიაღწევთ. ნაზად მიაწექით პრეზერვატივს, რომ ის ვაგინაში შევიდეს, სანამ არ მიაღწევთ საშვილოსნოს ყელს.

  5. პრეზერვატივის გარე რგოლი გარედან მოათავსეთ ვაგინის შესასვლელზე. სექსის დროს ის გარეთ უნდა დარჩეს. თუკი გარე რგოლი პენეტრაციისას ვაგინაში შიგნით შევა, გამოწიეთ გარეთ.

  6. მოათავსეთ პენისი პრეზერვატივში და დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად პრეზერვატივში/ვაგინაში შევა და არა — პრეზერვატივსა და ვაგინას შორის სივრცეში.

  7. ორგაზმის ან ეაკულაციის შემდეგ თავი მოუკარით პრეზერვატივს და ნელა გამოიღეთ ის ვაგინიდან. ფრთხილად იყავით, რომ სპერმა არ დაიღვაროს.

ლუბრიკანტის ან სპერმიციდის დამატება

პრეზერვატივებთან ერთად შეგიძლია ლუბრიკანტის (ინტიმური საცხის) გამოყენება. ის ამცირებს ხახუნს და ზრდის მგრძნობელობას.

თუკი ლატექსის, პოლიურეთანის ან პოლიიზოპრენის პრეზერვატივს იყენებთ, მაშინ უნდა გამოიყენოთ წყალზე ან სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტი. ზეთზე დამზადებულმა ლუბრიკანტებმა, მათ შორის პეტროლატუმმა, ლოსიონმა ან საბავშვო ზეთმა, შეიძლება დააზიანოს და დაშალოს პრეზერვატივი სექსის დროს.

სპერმიციდი — ნივთიერება, რომელიც ანადგურებს სპერმას — ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეზერვატივთან ერთად. მეტიც, სპერმიციდთან ერთად ყოველთვის უმჯობესია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდიც (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოიყენოთ, რათა არასასურველი ორსულობისგან მაქსიმალურად დაიცვათ თავი. შეგიძლიათ, სპერმიციდი გარე პრეზერვატივის ზედაპირს წაუსვათ ან შიდა პრეზერვატივის შიგნით, ან უშუალოდ ვაგინის შიგნით სექსის წინ.

სპერმიციდების უმეტესობას აქვს ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც ისინი ეფექტურობას ინარჩუნებს. მიჰყევით სპერმიციდის ყუთზე მოცემულ მითითებებს და არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ამ ინტერვალის გადაცილების შემდეგ. როგორც წესი, სპერმიციდი სქესობრივ აქტამდე 30-60 წუთზე უფრო ადრე არ უნდა გამოიყენოთ.

რა ვუყოთ პრეზერვატივს გამოყენების შემდეგ?

თუკი იმაში დარწმუნება გსურთ, რომ სექსის დროს პრეზერვატივი არ გახეულა, შეგიძლიათ, აქტის შემდეგ ფრთხილად მოიხსნათ ის და მოშვებულ ონკანში გაავსოთ წყლით. თუკი პრეზერვატივი გახეულია, წყალი ნახვრეტიდან გამოჟონავს. თუკი წყალმა არ გამოჟონა, პრეზერვატივი აქტის დროს არ გახეულა.

ამის შემდეგ შეგიძლიათ დაატრიალოთ პრეზერვატივის ღია ბოლო ან გადანასკვოთ. გაახვიეთ გამოყენებული პრეზერვატივი ქაღალდში/ნაჭერში და გადააგდეთ ნაგავში. პრეზერვატივი ტუალეტში არ ჩარეცხოთ — ამან შეიძლება თქვენი წყალსადენი სისტემა გაჭედოს.

როგორ მოვიქცეთ, თუკი სექსის დროს პრეზერვატივი გაიხა?

თუკი სექსის პროცესში ხართ და აღმოაჩენთ, რომ პრეზერვატივი გაიხა, მაშინვე შეწყვიტეთ სექსი და პენეტრაცია. გახეული პრეზერვატივი ჩაანაცვლეთ ახლით.

თუკი იცით, რომ სექსის დროს პრეზერვატივი გაიხა ან იმაზე დარდობთ, რომ, შესაძლოა, ვაგინაში სპერმა მოხვედრილიყო, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად რამდენიმე გზა მაინც არსებობს. მიმართეთ თქვენს ექიმს ან კლინიკას გადაუდებელი კონტრაცეფციის თაობაზე.

დაუცველი სექსიდან 5 დღის განმავლობაში არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის გზებია გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი და საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (ე.წ. „სპირალი“). ისინი 95%-იანი ეფექტურობით მოქმედებს, თუკი ამ დროის განმავლობაში მიიღებთ ან ჩაისვამთ.

ასევე ურიგო არ იქნება, თუკი დაუცველი სექსის შემდეგ სგგი-ებზე შეემოწმებით, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენსა და თქვენს პარტნიორ(ებ)ს შორის ინფექციები არ გავრცელებულა.

სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორები

პრეზერვატივის სწორად გამოყენებისთვის მხოლოდ პენისზე მისი სწორად წამოცმა არ კმარა. პრეზერვატივების შერჩევისა და გამოყენების დროს ასევე რამდენიმე რამაა გასათვალისწინებელი:

ზომას მნიშვნელობა აქვს. ნუ იჩქარებთ არჩევანის გაკეთებას. სწორი ზომის პრეზერვატივი ყველაზე ეფექტურია. ზედმეტად დიდი ან ზედმეტად პატარა პრეზერვატივი შეიძლება სექსის დროს პენისს მოძვრეს.

გაივარჯიშეთ წინასწარ. საკუთარ ან პარტნიორის პენისზე პრეზერვატივის პირველად გაკეთებას მაინცდამაინც შუა სექსის დროს ნუ ეცდებით. უმჯობესია, დამატებითი პრეზერვატივით წინასწარ გაივარჯიშოთ მის წამოცმაში, რათა უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, როცა ეს სექსის დროს გახდება საჭირო.

მოძებნეთ ალტერნატიული მასალები. პრეზერვატივის ყველაზე გავრცელებული ფორმა ლატექსის პრეზერვატივია, მაგრამ თუკი ლატექსზე ალერგია გაქვთ, სხვა მასალებისგან დამზადებული პრეზერვატივებიც არსებობს. მოძებნეთ პოლიურეთანის ან პოლიიზოპრენის პრეზერვატივები. არსებობს ასევე ცხვრის ტყავის — ბუნებრივი, ცხოველური მემბრანებისგან დამზადებული — პრეზერვატივი, თუმცა ის სგგი-ებისგან არ გიცავთ.

შეინახეთ სწორად. პრეზერვატივების საფულეში, მანქანაში ან აბაზანაში შენახვა კარგი იდეა არ არის. ნაცვლად ამისა, ისინი უნდა შეინახოთ გრილ, მშრალ ადგილას, სადაც მათ არ დააზიანებს სიცხე, ნესტი ან ხახუნი.

ესაუბრეთ პარტნიორს. უსაფრთხო სექსი მნიშვნელოვანია და სულაც არაა აუცილებელი, ის მოსაწყენი თემა იყოს. ესაუბრეთ პარტნიორს ხელმისაწვდომი ვარიანტების მრავალფეროვნებაზე — პრეზერვატივები ძალიან ბევრი სხვადასხვა გემოთი და ტექსტურით არსებობს — და შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც უსაფრთხო სექსს უფრო სახალისოს გახდის.

► გახსოვდეთ, რომ პრეზერვატივები კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, თანაც ეს თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა, რომელიც სგგი-ების გავრცელებასაც უშლის ხელს. კონტრაცეფციის რამდენიმე ფორმის — მაგალითად, ჰორმონალურისა და პრეზერვატივის — ერთად გამოყენება ორმაგად გიცავთ არასასურველი ორსულობისა და სგგი-ებისგან, დაცულობის შეგრძნება კი სექსის დროს თქვენ და თქვენს პარტნიორს უფრო მეტად მოდუნებისა და მეტი სიამოვნების მიღების საშუალებას მოგცემთ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გადაუდებელი, სასწრაფო, კონტრაცეფცია, ესკაპელი, ესმია, ორსულობა, სექსი

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

რას ნიშნავს გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია და რამდენი სახეობის საშუალებას მოიცავს ის? როდის უნდა მივიღოთ „შემდეგი დღის“ აბი და რა ტიპის გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ორსულობა, ფეხმძიმობა, თავიდან, არიდება, თავის, დაცვა, უსაფრთხო, სექსი, სპირალი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, spirali, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, orsuloba, kontracepcia, kontracefcia, usafrtxo, seqsi, tavis, dacva

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

მითები და სიმართლე კონტრაცეფციაზე — ჰორმონალური კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, სპირალი და თავდაცვის სხვა საშუალებები. როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობა?

კონტრაცეფცია
ჰორმონალური, კონტრაცეფცია, კონტრაცეპტივი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, მონოფაზური, ფაზური, ყოველდღიური, მინი-აბები, მინიპილი, საშოს, ვაგინალური, რგოლი, კანის, პლასტირი, ინიექცია, ინექცია, იმპლანტი, სპირალი, საშვილოსნოსშიდა, მოწყობილობა, შემდეგი, დღის, hormonaluri, kontracepcia, kontracefcia, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, monofazuri, mini-abebi, minipili, sashos, vaginaluri, rgoli, kanis, plastiri, ineqcia, inieqcia, implanti, spirali

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივები — საშოს (ვაგინალური) რგოლი, კანის პლასტირი, ინიექცია, იმპლანტი, სპირალი და სხვა — რა უნდა ვიცოდეთ სექსის დროს თავდაცვის გზებზე?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ბარიერული, მეთოდი, უსაფრთხო, სექსი, ორსულობა, დაცვა, პრეზერვატივი, სპირალი, დიაგრაფმა, ჩაჩი, ღრუბელი, გამოღება, გამონადენი, კალენდრული, ლაქტაცია, სტერილიზაცია, მილების, ლიგირება

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ორსულობისგან თავის დაცვა და არაჰორმონალური კონტრაცეპტივები: პრეზერვატივი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი, სპირალი, სტერილიზიცია (ვაზექტომია და მილების ლიგირება), გამოღების მეთოდი, კალენდრული მეტოდი, გამონადენის მონიტორინგი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი.

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

პრეზერვატივი — რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია