Facebook Script

ანტიდეპრესანტები — რა უნდა ვიცოდეთ?

ანტიდეპრესანტებზე არაერთი სტიგმა და მცდარი შეხედულება არსებობს. არადა, ხანდახან ანტიდეპრესანტის მიღება ისეთივე საჭირო ან რეკომენდებულია, როგორც ტკივილის დროს იბუპროფენის დალევა. ანტიდეპრესანტი, შეიძლება, მდგომარეობის დაძლევაში დაგვეხმაროს ან, შეიძლება, ის აუცილებელიც იყოს გადარჩენისთვის. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს ბურუსით მოცული მედიკამენტები. 

რის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტი?

ანტიდეპრესანტი გამოიყენება, მაგალითად, კლინიკური დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) და ქრონიკული ტკივილის დროსაც კი.

როგორ მუშაობს ანტიდეპრესანტი?

ანტიდეპრესანტი ტვინში ზრდის ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსების გადამცემი ქიმიური ნივთირებების, ნეიროტრანსმიტერების, დონეს. ზოგი ასეთი ტრანსმიტერი, მაგალითად სეროტონინი და ნორადრენალინი, განწყობასა და ემოციას უკავშირდება. ისინი ასევე ტკივილის სიგნალებზე ზემოქმედებენ.

► ანტიდეპრესანტებს შეუძლია, უმკურნალოს დეპრესიის სიმპტომებს, თუმცა წამალი ყოველთვის ვერ უმკლავდება დეპრესიის გამომწვევ მიზეზს. სწორედ ამიტომაა, რომ საუკეთესო და სწრაფი შედეგისთვის ანტიდეპრესანტს ხშირად თერაპიასთან კომბინაციაში გამოიყენებენ.

როდისაა რეკომენდებული ანტიდეპრესანტის მიღება?

კვლევების მიხედვით, ანტიდეპრესანტი გამოსადეგია დეპრესიისა და სხვა აშლილობების საშუალო ან მძიმე ფორმებში. მსუბუქ ფორმებში მისი მიღება რეკომენდებული არაა (გამონაკლისია შემთხვევა, როცა თერაპია არ გვშველის).

ანტიდეპრესანტის მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის და მეთვალყურეობის საფუძველზე შეიძლება.

დოზები და ხანგრძლივობა

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ანტიდეპრესანტის მიღება დავიწყოთ მცირე დოზით და დოზა გავზარდოთ სიმპტომების მიხედვით, ფისიქატრთან კონსულტაციის შედეგად. მნიშვნელოვანია, უეცრად არ შევწყვიტოთ წამლის სმა და დოზაც ეტაპობრივად შევამციროთ. ჩვენი მკურნალი ექიმი საზღვრავს როგორც დოზას, ისე წამლის მიღების ხანგრძლივობას. ექიმი აკვირდება როგორც კონდიციის გაუმჯობესებას, ისე გვერდით მოვლენებს.

იმისათვის, რომ შედეგი ვიგრძნოთ, მინიმუმ 1-2 კვირა და საშუალოდ 1 თვეა საჭირო. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, დადებითი შედეგის დადგომიდან 6 თვის განმავლობაში გრძელდება. ზოგი ადამიანისთვის ანტიდეპრესანტის შეწყვეტა არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები

სხვადასხვა ტიპის ანტიდეპრესანტს სხვადასხვა ტიპის გვერდითი მოვლენა აქვს. როგორც წესი, გვერდითი მოველენები მსუბუქია. ხშირად გვერდითი მოველენები, მაგალითად ძილიანობა, წამლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში ქრება.

ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა და შფოთვა. შეიძლება, შეგვხვდეს სიმპტომები, როგორიცაა მანია (ანტიდეპრესანტი არ იწვევს ბიპოლარულ აშლილობას, არამედ მან შეიძლება გამოავლინოს რაიმე აშლილობა), სუიციდური აზრები (ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება წამლებს და სხვა ფაქტორებს, მაგალითად წამლის დაგვიანებულ ამოქმედებას ან არადიაგნოზირებულ ბიპოლარულ აშლილობას, რომელსაც შეიძლება სხვა მკურნალობა სჭირდებოდეს. სუიციდური აზრების გაჩენისთანავე უნდა შეატყობინოთ ექიმს).

ანტიდეპრესანტი არ იწვევს ადიქციას. მიუხედავად ამისა, SSRI და SNRI ტიპის ანტიდეპრესანტის მიღებისას 3-იდან 1 ადამიანს ჰქონდა თავის დანებებასთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები: შფოთვა, თავბრუსხვევა, კოშმარები, გაციების მსგავსი სიმპტომები და ა.შ. სიმპტომები გრძელდებოდა 2 კვირიდან 2 თვემდე. ანტიდეპრესანტის დოზის ეტაპობრივად შემცირებით ამ სიმპტომების რისკი მინიმუმამდე დადის. 

როგორ მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ანტიდეპრესანტი გვჭირდება?

  • გაესაუბრეთ ფსიქიატრს თქვენს სიმპტომებზე; ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე შეგიძლიათ, შეარჩიოთ ანტიდეპრესანტი და დაიწყოთ დალევა;

  • გამოიჩინეთ მოთმინება. ანტიდეპრესანტის ამოქმედებას დრო სჭირდება. დააკვირდით გვერდით მოვლენებს. შესაძლოა, მოგიწიოთ ანტიდეპრესანტის გამოცვლაც;

  • გეგმიურად და სწორი დოზით მიიღეთ ანტიდეპრესანტი. გაითვალისწინეთ, რომ დოზა ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ და შეამციროთ.

  • მოიძიეთ პრობლემასთან გამკლავების სხვა გზებიც: თერაპია, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ.

  • თვითნებურად არ შეწყვიტოთ ანტიდეპრესანტის დალევა.

  • მოერიდეთ ალკოჰოლს და რეკრეაციულ მედიკამენტებს. გრძელვადიანად მათ შეიძლება გაართულონ დეპრესიის მკურნალობა.

წყარო: WomanLog

რა ტიპის ანტიდეპრესანტები არსებობს?

სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI)

ეს ანტიდეპრესანტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპია. ის ყველაზე ნაკლებ გვერდით მოვლენას იწვევს. ზედოზირებას უფრო ნაკლები ალბათობით მოაქვს მძიმე გართულება. 

სეროტონინის ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI)

SNRI ჰგავს SSRI-ს და ის შეიქმნა, როგორც ამ უკანასკნელის უფრო ეფექტური ვერსია, თუმცა კვლევებით ეფექტურობაში განსხვავება არ დასტურდება. ზოგი ადამიანი SNRI-ზე უკეთეს შედეგს იღებს, ზოგი კი — SSRI-ზე.

ნორადრენერგული და სპეციფიკური სეროტონერგული ანტიდეპრესანტი (NaSSA)

ეს მედიკამენტი შეიძლება ეფექტური იყოს მათთვის, ვინც SSRI-ს ვერ იღებს. NaSSA-სა და SSRI-ს მსგავსი გვერდითი მოვლენები აქვთ, თუმცა NaSSA შესაძლოა, ნაკლებ სექსუალურ პრობლემას იწვევდეს. სამაგიეროდ, ის თავდაპირველად უფრო ხშირად იწვევს ძილიანობას.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტი (TCA)

ეს ძველი ტიპის ანტიდეპრესანტია. მას იშვიათად ურჩევენ, როგორც პირველად მედიკამენტს, რადგან ეს წამალი ზედოზირების დროს უფრო დიდი რისკის შემცველია. შესაძლოა, მან ასევე უფრო უსიამოვნო გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს. ამ მედიკამენტს, ძირითადად, მძიმე დეპრესიის მქონე ადამიანებში იყენებენ, რომელთაც სხვა მედიკამენტებზე სასურველი რეაქცია არ აქვთ.

მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI)

ესეც ძველი ტიპის ანტიდეპრესანტია, რომელსაც დღეს იშვიათად ხმარობენ. მას პოტენციურად რთული გვერდითი მოვლენები ახლავს თან.

სეროტონინის ანტაგონისტი და უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SARI)

არც ეს მედიკამენტია ექიმის პირველი არჩევანი, თუმცა მას მაშინ უნიშნავენ, როცა სხვა ანტიდეპრესანტები არ არის ეფექტური ან გვერდით მოვლენებს იწვევს.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, ფორმები, სიმპტომები, მიზეზები, მკურნალობა, შფოთი, shpotva, ashliloba

შფოთვა და შფოთვითი აშლილობა — მისი ფორმები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის შფოთვა და შფოთვითი აშლილობა? რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

შფოთვა და სტრესი
პანიკური, შეტევა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა, შფოთვა, პანიკა, panika, panikuri, sheteva, shpotva, shfotva, shfoti, panikis, პანიკის

პანიკური შეტევა — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის პანიკური (პანიკის) შეტევა, რომელსაც შფოთვის შეტევასაც უწოდებენ, როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ გავუმკლავდეთ მას?

შფოთვა და სტრესი

გააზიარე სტატია

ანტიდეპრესანტები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია